არ დავიღლებით! ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ამოსუნთქვამდე ვიდგებით – ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე, რომელიც ამ წუთებში რესბულიკის მოედანზე იმყოფება, ამბობს, რომ ქუჩაში გაყალბებული და მიტაცებული არჩევნების გამო დგას.

მისი თქმით, “ოცნებას” იმედი აქვს, რომ ხალხი დაიღლება და სახლებში წავა, თუმცა ასე არ მოხდება.

ბოლო ამოსუნთვქმდე ვიდგებით! – ამბობს ხმალაძე.

”ყველამ იცის, ხალხმაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული კი არადა, მოპარული ათასნაირი ხრიკებით, საშინელებებით, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. 

დღეს „ქართულ ოცნებას“ იმის იმედი აქვს და ხშირად უთქვამთ, რომ დაიღლება ხალხი და წავლენ სახლებში, ერთი თვე, ორი თვე… არ დავიღლებით, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიდგებით ჩვენი ქვეყნისთვის. მე რადიკალური ვარ საუბარში და ვერ მოვეფერები ვერავის. ეს კაცი ძალიან პატარა აღმოჩნდა. 7 მლრდ-ის მქონემ, დეპუტატობა მომინდომა და ხვალ შედის პარლამენტში. ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი აგრესია გამოიწვიოს ხალხში და არ დაიღლება ხალხი! კოლონები მოდის!”, – ამბობს ნადიმ ხმალაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share