ვფიქრობ, თქვენი სახელმწიფოს ვალის შედარებით მაღალი წილი შეღავათიან სესხებშია. რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხებს მოგცემთ. ეს ბუნების კანონია, ასე რომ თქვენ თავად მოგიწევთ ამის რეფინანსირება…
ასევე, ვხედავ დიდ პრობლემას საქართველოს ეკონომიკისთვის და ვერ ვხედავ, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანა – ეს არის ახალგაზრდების ემიგრაცია. უკვე 2018 ან 2019 წლიდან, იმდენმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველო და სხვათა შორის, ევროკავშირის ქვეყნებში გაემგზავრა. ეს ახალგაზრდები თქვენი ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 3%-ს შეადგენენ. ახლაც მესმის ბევრი ახალგაზრდისგან, რომ თუ გადაწყდება, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდება და დარჩება მხოლოდ ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში და აღარ გაჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ისიც დატოვებს აქაურობას. ბევრი ახალგაზრდისგან მესმის ეს”-