“მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ამის ახსნა მიწევს…ვფიქრობ, რომ ეს ცხადზე ცხადია – ნუ დაუშვებთ ამ უპატიებელ შეცდომას” – უგულავა ზურაბიშვილს მიმართავს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!

გეთანხმებით, რომ ქართული ოცნება რუსულ კოშმარად იქცა ვთანხმდებით, რომ ესენი რუსები არიან მაშინ მაპატიეთ და მიხეილ სააკაშვილს რუსებს უტოვებთ ციხეში?!ცინიკური, უსუსური და არაადამიანურია არგუმენტი, რომ “სააკაშვილს მაინც არ გამოუშვებენ”.თქვენ! თქვენი ისტორიული მისია გაქვთ და ის ვერ იქნება კავშირში იმასთან, თუ რას მოიმოქმედებს ივანიშვილი. თქვენ ხშირად იმეორებთ ფრაზას – მე იმისთვის არ დავბრუნებულვარ საქართველოში რომ …. !

თქვენ ისტორიის პრიზმაში უყურებთ საკუთარ მისიას და ამავე დროს რუსებს უტოვებთ სააკაშვილს ციხეში?! არ აქვს მნიშვნელობა ვის უყვარს ან სძულს სააკაშვილი, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რას ფიქრობთ მასზე. არც იმას აქვს მნიშვნელობა რა გააკეთა, ვერ გააკეთა, გააფუჭა თუ დააშავა სააკაშვილმა – მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთ რამეს – თქვენ, ვინც ერთიანობისკენ მოგვიწოდებთ;- თქვენ, ვისაც ევროპისკენ ურთულეს გზაზე უნდა გაყვეს ხალხი, რომ რუსების კლანჭებს დავაღწიოთ თავი პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანს რუსებს უტოვებთ ციხეში?!

მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ამის ახსნა მიწევს. ვფიქრობ, რომ ეს ცხადზე ცხადია – არ ჩაუტოვოთ სააკაშვილი რუსებს ციხეში! ნუ დაუშვებთ ამ უპატიებელ შეცდომას. თქვენ საქართველოში ნამდვილად არ ჩამოსულხართ ამისთვის პ.ს. შეწყალების შემთხვევაში რა იცვლება სააკაშვილის საკითხის ირგვლივ, ვისაუბრე ტვ ფორმულას გადაცემა “გაიღვიძე საქართველო,” – წერს უგულავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share