“თუ დაიჭერენ მელიას, ვუი მაგათ და თუ არ დაიჭერენ – ვაი მაგათ”-
ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას საქმეზე მიმდინარე პროცესებს TV პირველის ეთერში. პროკურატურა მელიასთვის, გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს, უწყებამ ნებართვისთვის პარლამენტს უკვე მიმართა.
“ასეც და ისეც, მათი საქმე წასულია. თუ დაიჭერენ მელიას, ვუი მაგათ და თუ არ დაიჭერენ – ვაი მაგათ. ეგეთ დღეში არიან.”- თქვა სააკაშვილმა.