““ჩვენ ყველანი ნიკა მელია ვართ “ – ამბობს თაკო ჩარკვიანი და ჭკუის სწავლებით მიმართავს ქეთი დუმბაძეს ნიკა მელია თუ ხარ რა ნამუსით უნდა მიმართო ქეთი დუმბაძეს Ketevan Dumbadze – ნოდარის შვილს და დღენიადაგ ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლს” .. .ასე გამოეხმაურა პარლამენტარი და ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი ნიკა მელიასთან დაკავშირებით თაკო ჩარკვიანის მიმართვას დეპუტატებისადმი და ამავე მიმართვაზე ქეთი დუმბაძის პასუხს.
შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანმა მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის მიმართ პოლიტიკური დევნის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა დუმილი არ შეიძლება და რომ, ამაზე საზოგადოებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
ჩარკვიანს დეპუტატმა ქეთევან დუმბაძემ ვრცელი წერილით უპასუხა, საიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ:
“მორალი არ შეიძლება უკანონობის მხარეს იყოს. და რა გამოდის – ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო. ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს. შენი პასუხი მაინტერესებს, თაკო, რა პასუხი აქვს მელიას მათთვის, ვინც სამართლებლივ დევნაშია და ჯარიმებს იხდის? ვისაც სამაჯურები უკეთიათ? ვინც დღესაც საპატიმროშია? რა ვქნათ, შერჩევითი სამართალი ვიქადაგოთ?! და მთავარი – ნურავინ მასწავლის ნურც თანადგომას, ნურც შემწყნარებლობას, ნურც გვერდში დგომას და მითუმეტეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში სახელმწიფოს, კონსტუტიციისა და კანონების დაცვაში გამოიხატება”!-წერს დუმბაძე.