ირაკლი კობახიძეს მამაც დაუსანქცირა

უკრაინამ ირაკლი კობახიძეს მამაც დაუსანქცირა – 20 კაციან სიაშია გიორგი კობახიძე.

ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, გომელაური, ლილუაშვილი და სხვები – უკრაინამ ქართული “ოცნების” ლიდერები დაასანქცირა. ზელენსკის შავ სიაში ჯამში ოცი ადამიანის სახელი და გვარი წერია. სიაშია სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის შეფი და უკვე ამერიკის მიერ სანქცირებლი ლევან მურუსიძე და “ოცნების” პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა. შავ სიაში მოხვდა სუს-ის შეფი.

სიაშია ასევე ამერიკის მიერ ჯაშუშობისთვის დასანქცირებული საქართველოს ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share