კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. პოლიტიკოსის ადვოკატი ამბობს, რომ გვარამიას დაკავება უკანონოდ მოხდა, რადგან პოლიციამ მას არ მისცა საშუალება საკუთარი პარტიის ოფისში ჩხრეკას დასწრებოდა, რასაც მისი პროტესტის მოჰყვა.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ნიკა გვარამია თავს კარგად გრძნობს და დაკავების პროცესში რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მისი თქმით, კოალიცია “ცვლილებისთის” ლიდერი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ნიკა გვარამია დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება სასამართლო სხდომა, ვინაიდან სასამართლომ გადაწყვეტილების გარეშე მხოლოდ 48 საათი შეიძლება, იყოს დაკავებული ადამიანი. ის უკანონოდ იქნა დაკავებული, ვინაიდან მას არ მისცეს საშუალება დასწრებოდა საკუთარი პარტიის ოფისში მიმდინარე ჩხრეკის პროცესს, რასაც, ბუნებრივია, მისი მხრიდან მოჰყვა უკმაყოფილების გამოხატვა და ამის შემდეგ ე.წ. პოლიციელებმა ის უკვე არაადამიანური ფორმით დააკავეს. დაკავების პროცესში ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკურ ძალადობას, თუმცა მას რამე სერიოზული დაზიანება ჯანმრთელობის არ მიუღია. ის კარგად გრძნობს თავს. მას მიჩანია, რომ ახლა მშვიდად, მტკიცედ და გამბედავად პრტესტის გარძელების დროა, – ამბობს ადოკატი.