“ნიღბები ჩამოხსნილია, ახალა ყველა გაიგებს, რომ ეს პარტია ევროკავშირის წევრობისთვის არ მუშაობს“ – იუკნევიჩიენე

“სანქციები ახლა უფრო მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ მომავლში ასეც მოხდება“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

იუკნევიჩიენეს თქმით, “ახალა ყველა გაიგებს, რომ ეს პარტია და ეს ხალხი ევროკავშირის წევრობისთვის არ მუშაობენ“.

“ნიღბები ჩამოხსნილია“,- ამბობს ევროპარლამენტარი.

ჩვენ აქ ვართ ევროპარალამენტის მისიით, როგროც ფაქტების დამდგენი ნისია, მაგრამ ასევე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ . ჩვენ არცერთ პოლტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს,  მაგრამ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც ერთად დგას და იცავენ კონსტიტუციას. “ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრას არ ვაპირებთ,  რადგან ჩვენ ვმუშაობთ ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩარჩო დოკუმენტით, სადაც ვახსენეთ, რომ ეს არჩევნები სულაც არ იყო სამართლიანი და ჩევნი რეკომენდაცია არის ის, რომ არჩევნების შედეგები არ უნდა ვაღიაროთ.

რეზოლუციაში ასევე იყო ნახსენები სანქციები, რომელიც მოვითხოვეთ არა მხოლდ ბიძინა ივანიშვილის , არამედ მათ წინაამღდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე. ამიტომაც სანქციები ახლა უფრო მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ მომავლში ასეც მოხდება. ნიღბები ჩამოხსნილია. ახალა ყველა გაიგებს, რომ ეს პარტია და ეს ხალხი ევროკავშირის წევრობისთვის არ მუშაობენ“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

დელეგაციის წევრები შეხვედრას ასევე გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.

დელეგაციაში შედიან:

  • რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share