საქართველო არის ევროპა, საქართველო არ არის რუსეთი – ამ სათქმელით მიდიან ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე. 7 კაციანმა დელეგაციამ მსვლელობა სასტუმრო “სტამბიდან” დაიწყო.
ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ “ტვ პირველთან” ინტერვიუში მშვიდობიან მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო და დედაქალაქის ცენტრში შეკრებილებს სოლიდარობა გამოუცხადა. “ჩვენ გვესმის რასაც გვეუბნებით”- ამბობს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტარი ტობიას კრემარიც მათ შორისაა, ვინც მსვლელობით აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მიემართება. “უნდა მოვუსმინო ხალხს”- ამბობს ის.
რაც შეეხება რასა იუკნევიჩიანეს, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელია, მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი, ახალი არჩევნებია.
ევროპარლამენტარმა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებაზე ისაუბრა.