ტოქსიკური ორი კვირა გველოდება წინ, პოლიტიკოსები ყველაფერზე წავლენ- გახარია

მძიმე ორი კვირა გველის წინ, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა, ახლა ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშეა და მოსახლეობა წესების დაცვით უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ერთმანეთის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს.

„დღეს გამოწვევები ძალზე დიდია. ყველა ვხედავთ, რამდენად უჩვეულოა, როცა პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში ანტირეკორდი დამყარდა ინფიცირების რაოდენობის, ჩვენათანაც, ყველა კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ ბრძლაშიც უნდა გავიმარჯვოთ. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, ახლა ახალი გამოწვევებია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პაუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და აქ უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ისე თითოეულ სამუშაო ადგილსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია, რომ ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირაა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად, ღირსება არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამართლიანობა. ამიტომ გურულებო, გამარჯვებას გისურვებთ 31 ოქტომბერს სამართლიან ბრძოლაში,“- განაცხადა გახარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 67
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, რომ
  • 66
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 66
    ვინ არის 31 წლის ხატია ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან.     გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
    Tags: და, რომ, ამ
  • 63
    "ვერავინ  უნდა გაბედოს მსახურად დაიყენოს ხალხი, დაჩაგროს და ღირსება შეულახოს"- ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა"ვერავინ  უნდა გაბედოს მსახურად დაიყენოს ხალხი, დაჩაგროს და ღირსება შეულახოს"- ივანიშვილმა ჩეველს მიმართა "„ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას"- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ…
    Tags: და, უნდა, ჩვენ, რომ