“ახალი, ნამდვილი საქართველო იბადება” – ლექსენი

ცნობილი რეპერი ლექსო ქავთარაძე (ლექსენი) რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

ევროპული მომავლის მცველების გვერდით მდგომი ლექსენი აცხადებს, რომ “ახალი და ნამდვილი საქართველო იბადება”.

”აქციები დასაწყისია ახლა, ჯერ ეს ჟურნალია და მერე უფრო საინტერესო იქნება და ამას ნახავს ყველა. ძალიან კარგი, რაღაც ხდება ახლა იბადება ახალი, ნამდვილი საქართველო. ქმნადობის პროცესია ახლა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ეს განწყობაა განსაკუთრებით მაგარი, რამ ახალი თაობა და ძველიც არ მიიღებენ ამ სახელმწიფოს მიტაცებას. გაცნობიერებული აქვთ, რომ ეს ჩვენი და ჩვენი შვილების არის და არა რუსების. რამდენი ხანიც არ უნდა დაჭირდეს 1 თვე, 1 წელი, 5 წელი მზად ვართ. არ დავიღლებით, ვისაც დასაკარგი აქვს ის დაიღლება”, – ამბობს ლექსენი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share