ბავშვებს რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება, ჩემში იმედი იღვიძებს, რომ გადავრჩებით და არ დავიღუპებით – ბეგალიშვილი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ალეკო ბეგალიშვილიც იმყოფება – მსახიობი “პირველებთან” აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდგარი ბავშვების ყურებით გული სიხარულით ევსება.

“ჩემში იმედი იღვიძებს, რომ ჩვენ გადავრჩებით და არ დავიღუპებით” – ამბობს მსახიობი და იქვე აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან განხორციელებული სისხლიანი მოვლენები “არც ქურდულში და არც ბეზპრიდელურში ჯდება”.

”ამ ბავშვებს რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ჩემში იმედი იღვიძებს, რომ ჩვენ გადავრჩებით და არ დავიღუპებით. ტიტუშკების და მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა, ქურდულსაც შევესწარი, ბეზპრიდელსაც შევესწარი 90-იან წლებში და ეს არცერთში არ ჯდება. რაც აქ ხდება, ეგ ბო**რიც არ არის”, – ამბობს ალეკო ბეგალიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share