რა პროგნოზი აქვს და რას გააკეთებდა ახლა უკრაინაში რომ იყოს – საქართველოს მესამე პრეზიდებტმა “შაბათის ეთერის” კითხვებს რუსთავის ციხიდან უპასუხა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.
”პუტინის სურვილი უკრაინის სრული ანექსიაა. რა თქმა უნდა, ამას ხურდაში მიყვება საქართველო. როგორც კი უკრაინა დაეცემა, თან რაც ნამდვილად მოხდება, დაიწყება დიდი ეკონომიკური კრიზისი. ევროპაში ქართველებზე ნაკლები მოთხოვნა იქნება, ვინაიდან, ახლა მილიონობით უკრაინელი მიაწყდება ევროპას და კონკურენცია გაიზრდება. ჩვენთან მკვეთრად მოიმატებს ფასები და დავარდება ლარი. ასე იცის რუსეთის ეკონომიკაზე უაზროდ მიბმა”- აცხადებს სააკაშვილი.
მესამე პრეზიდენტის პროგნოზით, თუ უკრაინა ბოლომდე აიღეს, რუსეთი იერიშს საქართველოზეც განახორციელებს. სააკაშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ, უკრაინა ჩამოიშლის რუსეთს:
“თუ უკრაინის ძალებს მოუწევთ უკან დახევა, დასავლეთში ნატოს ქოლგის ქვეშ, პოლონეთის გავლით ამერიკა და ინგლისი მოამარაგებენ მათ იარაღით და ფინანსებით. ბრძოლა უკრაინელებმა ნამდვილად იციან. შემდეგ დაიბრუნებენ კიევს და სხვა ტერიტორიებს. ასევე ჩამოშლიან რუსეთს”- დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: ტვ პირველი