აქციაზე ვიდგებით, სანამ ჩვენს ხმას დე ფაქტო მთავრობა არ გაიგებს – გიორგი გიგაშვილი

პიანისტი გიორგი გიგაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება – მუსიკოსი  აცხადებს, რომ აქცია იქამდე იქნება, სანამ დე ფაქტო მთავრობა დემონსტრანტების ხმას არ გაიგებს.

გიორგი გიგაშვილის თქმით, ქუჩაში გამოსული ხალხი სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

”დღეს ჩვენ ყველანი ვართ მოქალაქეები. ამ რეჟიმს არ აინტერესებ ხარ მუსიკოსი, მსახიობი თუ ვინ. ვნახეთ ჩვენ, როგორ სასტიკად უსწორდებიან მსახიობებს და უსასრულოდ როგორ სვამენ რეჟიმის ციხეში. დღეს არის მე-19 დღე, მაგრამ ხალხი არ იშლება. მეც აქ ვდგავარ, ყოველთვის აქ ვიდგები, სანამ ჩვენს ხმას არ გაიგონებს ჩვენი დე ფაქტო მთავრობა. მათ უნდა გაიგონ, რომ ჩვენ აქ ადამიანები იმიტომ ვდგავართ, რომ ვითხოვთ ხელახალ სამართლიან არჩევნებს და ვითხოვთ ყველა რეჟიმის პატიმარი გათავისუფლდეს”, – ამბობს გიორგი გიგაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share