ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავი 5%-დან 9%-მდე გაძვირდა

2022 წელს ნავთობის ღირებულება იზრდება და ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. უკანასკნელი მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 93 აშშ დოლარს გადააჭარბა, WTI-ის ტიპის საწვავზე ფასმა კი 92 დოლარს.

მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდის პარალელურად საწვავის ფასი საქართველოში ზრდის ტენდეციას ისევ ინარჩუნებს. უფრო კონკრეტულად, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია.

რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – Regular 92 ტიპის ბენზინის ფასი ერთ თვეში 6.84%-ით გაიზარდა და მისმა საშუალო ღიღებულებამ ლიტრზე 3,16 ლარი შეადგინა.

Super 95-ის საშუალო ფასი 3,25 ლარია, ერთი თვის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელი კი 5.09%-ია.

გარდა ამისა, გაზრდილი Premium 98-ის ტიპის საწვავიც და მისი ღირებულება საშუალოდ 3,33 ლარს შეადგენს. ერთი თვეში ზრდის მაჩვენებელი 5.08%-ია. აქვე შეგახსენებთ, რომ premium ტიპის საწვავის ღირებულება super-ის ტიპის საწვავს აღემატება, რისი მიზეზიც მათი ოქტანობაა, კერძოდ პრემიუმის ოქტანობა 98-ია, ხოლო სუპერის- 95.

დიზელის ტიპის საწვავის საშუალო ღირებულება მიმდინარე პერიოდში დაახლოებით 3,19 ლარს შეადგენს. ერთ თვეში მისი ღირებულება 8.63%-ით გაიზარდა.

ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასმა ქვეყანაში მცირედით 0.36%-ით დაიკლო და მისი საშუალო ღირებულება 1,89 ლარს შეადგენს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის პროგნოზით ნავთობის ფასი მსოფლიოში შემცირებას მაისიდან დაიწყებს. როგორც ორგანიზაცია აცხადებს ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 90 დოლარამდე შემცირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროგნოზი წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 11.0 დოლარით მეტია.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share