გურიის მოამბე

„ოცნებას“ უკვე 820-ზე მეტი ბიზნესი უპირისპირდება

თავისუფალი ბიზნესების განცხადებას უკვე 820-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს  “არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას”, – ნათქვამია ბიზნესების განცხადებაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share