გურიის მოამბე

კობახიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და მატყუარად ჩამოყალიბდა – გამყრელიძე

ერთმანეთის მიყოლებით იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის მიერ “ქართული ოცნების” პრემიერის სიცრუეში მხილების შემდეგ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და მატყუარად ჩამოყალიბდა.

ამასთან, დავით გამყრელიძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში სიტყვით წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ქვეყნის მთავარსარდალმა პოლიტიკურ კრიზისში მყოფი საქართველო ღირსეულად წარმოაჩინა.

”ირაკლი კობახიძემ თავის თავზე დაკარგა კონტროლი, ჩვეულებრივ მატყუარად ჩამოყალიბდა. თუნდაც ის გუშინდელი ფაქტი, რომ მან დაასახელა 5 ქვეყანა ევროკავშირის, რომელიც თითქოს და მათ ინტერესებს იცავს მათ მხარეს არის. აღმოჩნდა, რომ ეს არის სიცრუე. მე ეს პირადად შემრცხვა, იმიტომ რომ ეს ადამიანი იბრალებს, რომ არის ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრი. რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ კრიზისი არ არის 21- დღე, რომ ადამიანები ქუჩაში არიან და ამდენი ადამიანი თავის საპროტესტო მსვლელობით გამოდის, როცა ამდენი ადამიანი აპროტესტებს ამ არჩევნების შედეგებს ეს პოლიტიკურ კრიზისზე მითუმეტეს. დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს კრიზის დაძლევის სხვა ფორმა გარდა არჩევნები. თუ ასე არიან დარწმუნებული თავის რეიტინგი დანიშნონ ახალი არჩევნები” – ამბობს დავით გამყრელიძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას – რუმინეთს, ესპანეთს, იტალიას, სლოვაკეთს და უნგრეთს მადლობა გადაუხადა, რადგან მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს.

მოგვიანებით, “ოცნების” პრემიერი რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ტყუილში ამხილეს, კობახის ნათქვამი ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს და თქვეს, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share