გურიის მოამბე

“არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს” – 28 დეკემბერს სახალხო ჯაჭვი მოეწყობა

28 დეკემბერს, 15:00 საათზე, მოქალაქეები საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში გამოვლენ და ერთი საათის განმავლობაში სახალხო ჯაჭვს მოაწყობენ.

ევროპული მომავლის მცველები “ქართული ოცნების” მიერ დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტსა და რეჟიმს კიდევ ერთხელ უარს ეტყვიან და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

გავაკეთოთ სახალხო ჯაჭვი საქართველოს ევროპული მომავლისათვის! არა ივანიშვილის დასმულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს! გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული! დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები!

28 დეკემბერს, 15:00-ზე, საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ხელჩაკიდებულები ვდგებით სახალხო ჯაჭვში და ერთხმად ვეუბნებით რეჟიმს ,,არას”! ვუცხადებთ პროტესტს ივანიშვილის დასმული არალეგიტიმური პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაციას, რომელიც რეჟიმის დადგმული ფარსია.

ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დანიშნული ივანიშვილისვე შერჩეული პრეზიდენტი – არალეგიტიმურია.

ახალი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა!

28 დეკემბერს, 15:00-საათზე, გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, რაიონების ცენტრალურ მოედანზე, გამზირზე და ჩავდგეთ ერთსაათიან ჯაჭვში!

ერთად დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული მომავალი!. – წერია განცხადებაში. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share