რატომ წავიდა ბორის ჯონსონი? – BBC-ი ასახელებს ხუთ მიზეზს, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გადადგომამდე მიიყვანა

ბო­რის ჯონ­სონ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ მსოფ­ლი­ოს ახალ ლი­დე­რად იქცა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი ითა­მა­შა რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ში, ასე­ვე იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ღიად აკ­რი­ტი­კებ­და პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას და და­სავ­ლეთს უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად უფრო მე­ტად გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

იყო პირ­ვე­ლი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ომის დროს უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და და ამით და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის მუხ­ტი­სა და მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი გახ­და.

  • მა­შინ, როცა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ჯონ­სო­ნის როლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა უდი­დე­სი იყო, სა­ში­ნაო ფრონტზე არა­ერ­თი პრობ­ლე­მა და­უგ­როვ­და. მის გა­დად­გო­მას წინ უძღო­და მთავ­რო­ბი­დან 60-მდე ადა­მი­ა­ნის წას­ვლა. გა­დად­გო­მე­ბის სე­რია სამ­შა­ბათს სა­ღა­მოს და­ი­წყო.

პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბო­დიშს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, კრის პინ­ჩე­რის სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ვნა­ხოთ ის ხუთი რამ, რა­საც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC-ი ჯონ­სო­ნის გა­დად­გო­მის მი­ზე­ზე­ბად ასა­ხე­ლებს.

  • კრის პინ­ჩე­რის საქ­მე

დე­პუ­ტა­ტი და “კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე კრის პინ­ჩე­რი 29 ივ­ნისს ერთ-ერთ ლონ­დო­ნურ კლუბ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, “ძა­ლი­ან ბევ­რი ალ­კოჰო­ლი მი­ი­ღო და თავი შე­ირ­ცხვი­ნა.“

პინ­ჩე­რი ორი მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რა­საც მოჰ­ყვა სხვა­დას­ხვა დროს ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის მთე­ლი ჯაჭ­ვი. თავ­და­პირ­ვე­ლად და­უ­ნინგ სტრიტ­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ რო­დე­საც ბო­რის ჯონ­სონ­მა პინ­ჩე­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნა, არ იცო­და მისი “ამ­გვა­რი საქ­მე­ე­ბის” შე­სა­ხებ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჯონ­სონ­მა აღი­ა­რა, რომ რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იცო­და, თუმ­ცა და­ა­ვი­წყდა და ბო­დი­ში მო­ი­ხა­და მისი და­ნიშ­ვნის გამო.

ბო­რის ჯონ­სო­ნი კრის პინ­ჩერ­თან ერ­თად

 

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­თის ფი­ნანსთა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს. ჯან­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა სა­ჯიდ ჯა­ვად­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სე­ბულ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მუ­შა­ო­ბა აღარ შე­ეძ­ლო

  • Partygate – ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც “ლო­ქ­და­უ­ნის” პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა

ბო­რის ჯონ­სონს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ “ლო­ქ­და­უ­ნის” პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა წვე­უ­ლე­ბე­ბის სტუმ­რო­ბა­ში. პრე­მი­ე­რის კრი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ის და­ეს­წრო ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბას სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე 2020 წლის ივ­ნის­ში, მა­შინ როცა ადა­მი­ა­ნე­ბი კა­რან­ტინ­ში იყ­ვნენ და მკაც­რად იყო გა­წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ი­სა და შეკ­რე­ბის წე­სე­ბი.

გარ­და ამი­სა, ის და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და­უ­ნინგ სთრი­თის ბაღ­ში გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბის გამო.

ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, სი­უ­ზან გრე­ის მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­წე­რი­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი შეკ­რე­ბე­ბის მთე­ლი სე­რია კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში. “უმაღ­ლეს­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს“, – წერს გრეი.

  • გა­და­სა­ხა­დე­ბის ზრდა

BBC-ის ცნო­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ინფლა­ცია. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობ­და ბევ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჯონ­სო­ნის კონ­ტროლს მიღ­მა იყო. მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ გა­მო­იწ­ვია ნავ­თო­ბი­სა და საკ­ვე­ბის ფა­სის ზრდა. ამ ფონ­ზე კი გა­ი­ზარ­და გა­და­სა­ხა­დე­ბი. “ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი კრი­ზი­სის შუ­ა­გულ­ში აღ­მოვ­ჩნდით. მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა გა­უ­ზარ­დოს გა­და­სა­ხა­დი მშრო­მელ ადა­მი­ანს“, – თქვა “ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის” ლი­დერ­მა, კირ სტრა­მერ­მა.

  • ოუენ პა­ტერ­სო­ნის საქ­მე

2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში თემ­თა პა­ლა­ტის კო­მი­ტეტ­მა გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია 30 დღით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნათ დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა “კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, ოუენ პა­ტერ­სო­ნის­თვის.

კო­მი­ტეტ­ში აცხა­დებ­დნენ, რომ პა­ტერ­სონ­მა ლო­ბის­ტუ­რი წე­სე­ბი და­არ­ღვია და შე­ე­ცა­და თა­ვი­სი გავ­ლე­ნა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა იმ კომ­პა­ნი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, რომ­ლე­ბიც მას ფულს უხ­დიდ­ნენ. მაგ­რამ კონ­სერ­ვა­ტო­რებ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯონ­სო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს კო­მი­ტე­ტის წი­ნა­და­დე­ბას და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია დაბ­ლო­კეს. შექ­მნეს ახა­ლი კო­მი­ტე­ტი იმის­თვის, რომ შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, რო­გორ ჩა­ტარ­და გა­მო­ძი­ე­ბა.

პრო­ტეს­ტის შემ­დეგ პა­ტერ­სონს მა­ინც მო­უ­წია თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჯონ­სონ­მა აღი­ა­რა, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა.

  • კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­სა და იდე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა

ბო­რის ჯონ­სო­ნის კრი­ტი­კო­სე­ბი ყო­ველ­თვის ამ­ბობ­დნენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­სა და იდე­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ჯონ­სო­ნის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი, დო­მი­ნიკ ქა­მინგსი პრე­მი­ე­რის მთა­ვარ კრი­ტი­კო­სად იქცა, მუ­დამ სა­უბ­რობ­და ჯონ­სო­ნის ექ­სცენ­ტრი­კულ ხა­სი­ათ­ზე, რომ ის ხში­რად იც­ვლი­და პო­ზი­ცი­ას.

სხვე­ბი ეჭვქვეშ აყე­ნებ­დნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ფი­ლო­სო­ფი­ას და ამ­ბობ­დნენ, რომ დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არ იყ­ვნენ, ჰქონ­და თუ არა სა­ერ­თოდ მას რა­ი­მე ფი­ლო­სო­ფია.

კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ჯე­რე­მი ჰანთმა ჯონ­სო­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა “კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა­ში.“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share