გურიის მოამბე

ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის – პატელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მხილებული პირებისთვის აშშ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს ამზადებს.

ვენდეტ პატელი ამერიკის მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში ხაზს უსვამს და ამბობს, რომ “ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს”.

”ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის”, – განაცხადა პატელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share