გურიის მოამბე

ფონდების შექმნა აქციაზე დაზარალებულებისთვის – გიორგი ქადაგიძე ახალი ინიციატივით გამოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის – გიორგი ქადაგიძე “ტვ პირველის” ეთერიდან საქართველოს ბანკს და თიბისი ბანკს ფონდის შექმნისკენ მოუწოდებს, რომლითაც ორი უმსხვილესი საბანკო ორგანიზაცია სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლებს დაეხმარება.

გიორგი ქადაგიძე, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, აცხადებს, რომ ახლა ბრძოლა არა პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათიისთვის მიმდინარეობს, არამედ ეს არის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.

”მნიშვნელოვანია ბიზნესის ის განცხადებები, რომელიც გვესმის, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სექტორი. მე მინდა, ჩემს ყოფილ კოლეგებს მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო. ყველაზე დიდი და ძლიერი ორგანიზაცია საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკია. ამ ორ ორგანიზაციას შესწევს უნარი, გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს პროტესტს. ამ ორი ბანკის ერთი თვის მოგება დაახლოებით ორასი მილიონია. ერთი თვის ფონდი რომ გამოყოს ამ ორმა ბანკმა, საკმარისი იქნება, რომ აქ მყოფ ადამიანებს, დაზარალებულებს დავეხმაროთ. ეს ბრძოლა არ არის პოლიტიკური სიმპათია/ანტიპათიისთვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი”, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share