სახელმწიფო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნის აუცილებელი კრიტერიუმის გაუქმება პირდაპირ მოსკოვიდან ნაბრძანები ქმედებაა.
რუსეთი ყოველთვის ერთნაირი კალკით მოქმედებს. უკრაინაში ყოველთვის ეს იყო მათი მთავარი პოლიტიკა და იანუკოვიჩს დაანიშნინეს თავდაცვის და უშიშროების მინისტრებად უკრაინულის არმცოდნე, რუსეთის მოქალაქეები.
შორს რომ არ წავიდეთ, ცხინვალში 2004 წელს „მთავრობა“ დააკომპლექტეს სულ რუსეთიდან მოვლენილი ეფ-ეს-ბეშნიკებით.
აქაც ამზადებენ იანუკოვიჩის სცენარს. თუ ეს გაუვიდათ ადმინისტრაციაში ეყოლებათ ხალხი, რომელთაც ბოლომდე ენდობიან. ქართველებისგან განსხვავებით და ეს ქართველ მოხელეებად დანიშნული ივანოვები და პეტროვები ბოლომდე გადაუვლიან საქართველოს.
სახელმწიფო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნის აუცილებელი კრიტერიუმის გაუქმება პირდაპირ მოსკოვიდან ნაბრძანები ქმედებაა
P.S სხვათა შორის ოდესის ოლქის გუბერნატორი რომ ვიყავი, ამ სამმილიონიან ძირითადად რუსულენოვანი რეგიონის ხელისუფლების ყველა დონეზე უმკაცრესად ვნერგავდი უკრაინულ ენას და მიხარია, რომ დღეს იქ ამის შედეგი სახეზეა.
ხოლო სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს მოხდა საქართველოში ეთნიკური სომხების და აზერბაიჯანელების მიერ ქართული ენის შესწავლა.