“ვინც ხელს მოაწერს “მელიას დაჭერას” ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგია”

პარტა “კანონი და სამართალი” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი,  გავრილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ნიკა მელიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ეს რა სამარცხვინო ამბავი მოვისმინე და ვნახე – ა ,ბატონო, კომუნისტი (ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთში ნაომარი) გავრილოვი ქართულ ოცნებას მადლობას უხდის და უწონებს ნიკა მელიას წინააღმდეგ “ სადამსჯელო პროცესს”!!!

აი სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტი!!!!!!!

ჰოდა, ყველა ვინც ხელს მოაწერს “მელიას დაჭერას”, რომელიც ხალხთან ერთად კომუნისტი გავრილოვის “ჩასმას პარლამენტში” აპროტესტებდა , ამ აქტის მომხრე ყველა პარლამენტარი ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედია, ნუ მათ თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე ამ შემთხვევაში, ამ დროს არ ვსაუბრობთ ცხადია, რადგან, რაც არ არსებობს იმაზე ვერ ვისაუბრებთ !!!!!!!!!”- წერს ჩარკვიანი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share