ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. მედიის ცნობით, დაიჭრა ოპოზიციონერი “დეპუტატი” კან კვარჩია.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ე.წ. პარლამენტში „მაინინგის“ აკრძალვის კანონპროექტი განიხილებოდა
შეხვედრის დროს ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კამათის დროს ადგურმა იარაღი ამოიღო და კანს ესროლა. დაღუპული ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა“ – წერენ ტელეგრამ არხზე.