დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მას არ ახსოვს, პროტესტების დროს ექიმები დაეჭირათ და მითუმეტეს ეცემათ.
გამყრელიძის თქმით, “ექიმზე ზემოქმედება რთულია, მას ავადმყოფის საწოლთან ვერაფერს უბრძანებ.“
”არ მახოვს პროტესტების დროს ექიმი დაეჭირათ, მათი დაპატიმრება და ცემა როგორ შეიძლება. ექიმები იყვნენ ის დამიანები, ვინ ამ სიტუაციის განმუხტვაზე მუშაობდნენ. მათთვის სულერთია, ოპოზიცია, პოზიცია, მტერი, მოყვარე.
კარგი არითმოლოგი, ეცადაშვილი ჰყავდათ დაჭერილი. ჩახუნაშვილი, ვიცი ოჯახური დინასტიაა, ვერ წარმოიდგნეთ როგორი ნიჭიერები არიან სულყველა. ომის დროს წითელი ჯვრის ექიმები პირველები შედიან და არავინ ერჩით მათ.
ექიმზე ზემოქმედება რთულია, მას ავადმყოფის საწოლთან ვერაფერს უბრძანებ“, – განაცხადა გამყრელიძემ .
რაც შეეხება ნიღბების აკრძალვის თემას – გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში, მითუმეტეს ზამთარში, დაუშვებელია.
„გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებებია და ამ დროს პირიქით. ამის აკრძალვა არაფრით შეიძლება.“