“ეტყობა….ტელეფონი მიმედოო” – როგორ ხსნის ჩიგოგიძე აბაშიძე-ბურჯანაძისთვის ხმის მიცემას

მიუხედავად „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებისა, მხარი არ დაეჭირა ომბუდსმენობის არცერთი კანდიდატისთვის, „ოცნების” დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ სამ კანდიდატს – ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძეს, გიორგი ბურჯანაძეს მისცა ხმა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოგვიანებით განმარტა, მას „იმ წამსვე დაუკავშირდნენ” საკითხში გასარკვევად. მისი ცნობით, ჩიგოგიძე „უხერხულობას” ხმის მისაცემ პულტზე ტელეფონის მიდებით ხსნის.

„იმ წამსვე დავუკავშირდით, რა მოხდა, იმიტომ, რომ მისი ხმა დაფიქსირდა, ოღონდ ანბანის მიხედვით პირველ სამ ადამიანზე, არევაძე, აბაშიძე და ბურჯანაძე, თქვა რომ არაფერი, ტელეფონი მქონდა ეტყობა მიდებული და ტექნიკური ხარვეზის გამო დაფიქსირდა და განცხადებაც კი დაწერა ამ უხერხულობის აღმოსაფხვრელად”, – თქვა მდინარაძემ. მის კომენტარს „მთავარი არხი” ავრცელებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share