ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მედიასთან განაცხადა, რომ ევროპულ საბჭოში ერთ კონსენსუსამდე მისვლა და საერთო გადაწყვეტილებების მიღება რთულია, თუმცა მისივე განმარტებით, ცალკეული ქვეყნები ეროვნულ დონეზე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.
ოლაფ შოლცის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში ევრო საბჭოს დელეგაციის ვიზიტის შედეგებს და ანგარიშს ელოდებიან, რათა ბოლო კვირების განმავლობაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი გაიგონ.
ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება და მივაღწიეთ დისკუსიაში შეთანხმებას. დემოკრატიული პროცესი არის აუცილებელი. ეს ჩვენი მკაფიო მესიჯია. ასევე ცნობილია, რომ ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ. საბჭოს სხდომაზე ვერ მივიღეთ საერთო გადაწყვეტილებები, თუმცა გადაწყვეტილებები მიიღება ინდივიდუალურ დონეზე”, – ამბობს ოლაფ შოლცი.
ცნობისთვის, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.