“დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ” | პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ დროა, პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ.

“როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ “ღირსების ორდენით” დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ახლახან დაუწესეს სანქციები… როგორი რეაქცია უნდა გქონდეს?

სწორედ მაშინ, როცა “ქართული ოცნება” და პროპაგანდისტული არხი “იმედი” აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი საბჭოთა ჩვევა!!! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები”, – წერს პრეზიდენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share