“კახი, ნუ გვეწელები ელარჯივით” – ასეთი ბანერებით ხელში მსვლელობას ამ წუთებში, მეგრელები აწყობენ თბილისში.
სამეგრელოდან დედაქალაქში უამრავი ადამიანია ჩამოსული. ისინი პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევენბს მოითხოვენ.
”მინდა სოლიდარობა გამოვხატო ყველა დაპატიმრებულის მიმართ და ჟურნალისტების მიმართ, ვისაც აქციაზე სასტიკად გაუსწორდნენ. მადლობას გიხდით, რომ ობიექტურად აშუქებთ, რაც ქვეყანაში ხდება. მინდა კახის ასევე მივმართო, რომ მე ძალიან ბევრ მარშზე დავდივარ და დღეს გამოცვლა ვერ მოვასწარი და თუ სადმე დამიჭირე, ძალიან დიდი ბოდიში, შენი ფოტოები კარგად ვნახე, ხან ვის შეეტენე, ხან ვის შეეტენე”, – ამბობს აქციის მონაწილე.