პროტესტის 26-ე დღე საქართველოში – ამ წუთებში ”ვეკუას” და ”კომაროვის” სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან, სადაც მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
”თვლა ჩვენ უკვეთ ვიცით, საქართველოს პლუს ევროკავშირი უდრის თავისუფლებას”- ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.
აქციის მონაწილეობის მოთხოვნა უცვლელია, ისინი უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას და ხელახლა არჩევნებს ჩატარებას ითხოვენ.
”დღეს აქ არის ვეკუას და კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულთა შეხვედრა. ჩვენ ვითხოვთ უპირველეს ყოლისა დაკავებულების გათავისუფლებას, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდებით უნდა ამაყობდნენ ნებისმიერ ევროპული ქვეყანაში. ეს მთავრობა კი არ ამაყობს, არამედ სვავს ციხეში, აწამებს,ამის ესე გაგრძელება შეუძლებელია. იმიტომ რომ სადაც ინტელექტი არის იქ ამარჯვებს ყოველთვის, ევოლუციას არ წაუგია ომი არასდროს”, – ამბობს აქციის ერთ-ერი მონაწილე.