ჩეხეთის ელჩი სალომე ზურაბიშვილისა და პეტრ პაველის საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი ჩეხეთის პრეზიდენტის ტვიტს აზიარებს, სადაც ნათქვამია, რომ პეტრ პაველი სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში მხარს უჭერს.

უკვე მეორე სატელეფონო ზარი საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსადმი მხარდაჭერის შეთავაზება რთული სიტუაციის გადასაჭრელად”, – წერს ელჩი.

პეტრ პაველი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონზე ესაუბრა, საუბრის თემა კი საქართველოში განვითარებული პროცესებია.

მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში -წერს ჩეხეთის პრეზიდენტი X-ზე წერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share