“კონცერტი ჩემი საქმეა, მე თუ კონცერტზე არ გამოვედი, არ ვიმღერე, მე უკაცრავად და ვინ მარჩენს ძალიან მაინტერესებს. რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდე კონცერტზე?!”, – აცხადებს ეკა კვალიაშვილი
”მე არაფერს არ ვაპროტესტებ და კონცერტებშიც მივიღებ მონაწილეობას. სიმღერა ჩემი სამსახურია, კონცერტი ჩემი საქმეა. მე თუ კონცერტზე არ გამოვედი, თუ არ ვიმღერე – ვინ მარჩენს?
რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდეთ კონცერტზე? გავიგე, რომ პროტესტია, მაგრამ მე რა შუაში ვარ ამ შემთხვევაში? ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ. ახალი წელია რატომ არ უნდა ვიმღეროთ?! მოკვდა ვინმე? მორჩა? მე ის მეხანძრე უფრო მედარდება ხანძრის დროს რომ დაიღუპა.
მე ვზივარ და ფაქტობრივად სპექტაკლს ვუყურებ, არ მგონია, რომ მთავრობის კურსი იყოს შეცვლილი. ამაზე “ქართულ ოცნებამაც” ისაუბრა. მეც ვეთანხმები, რატომ ვეხვეწოთ, ჩვენ იმხელა ტრადიციების ქვეყანა ვარ, იქით გვეხვეწონ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნით, კლიმატით, ყველაფრით. თუ ევროპაში მომინდება, წავალ დროს გავატარებ და ჩამოვალ. რაც შეეხება არჩევნებს, არ მგონია ამხელა გაყალბება ყოფილიყო, ამაში ეჭვი მეპარება. ვინც ამას ლაპარაკობს, ეს ხალხი ჩემთვის ნულის ქვევით არიან.
უკაცრავად გზები რომ დააგეს და ბათუმში სასტუმროები ააშენეს, ეს არ არის სახელმწიფოს მშენებლობა. სამაგიეროდ ბევრი სახლი დაანგრიეს, ხალხი დაიჭირეს, ბევრიც აწამეს და დახოცეს, ახლა კი ბევრ სპექტაკლს დგამენ. ვისაც გვღვიძავს, ვიცით, რა ხდება. ნუ იმღერებს ნინო ქათამაძე, ჰოდა, არც მღერის, იმხელას ღრიალებდა, უკაცრავად ნინოსთან.”