“თხარა, თხარა და გამოთხარა” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, არმაზ ახვლედიანმა განაცხადა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის უწმვავეს გზავნილებს გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, “ივანიშვილის პროპაგანდა ვერ იმუშავებს, რადგან პროპაგანდა სიმართლესთან უძლურია”.
თხარა, თხარა და გამოთხარა. მოახერხა. როცა ვაფრთხილებდით არ ესმოდა. ახლა ის მიიღებს იმას, რასაც არ ელის. მისი პროპაგანდა ვერ იმუშავებს, რადგან პროპაგანდა სიმართლესთან უძლურია. ამას ამბობს მომავალი ხელისუფლება, მთელი რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა. როგორც ერთი ამბობს, რომ ივანიშვილი მიქარავს და ის დაისჯება”, – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
ცნობისთვის, 26 დეკემბერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა ბიძინა ივანიშვილის სამომავლოდ დასანქცირებასთან დაკავშირებით სამი უმწვავესი განცხადება გააკეთა.