ძალიან ბევრი გვაქვს საბრძოლველი, არ იქნება დაბრუნება ადვილი იმ პროფესიებში, რომლებიც გვაქვს, – ამის შესახებ მომღერალმა, ნინო ქათამაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ქათამაძე მიიჩნევს, რომ ნათელ მხარეს დგანან განათლებული, ღირსეული, განვითარებული და ნამდვილი ადამიანები, მეორე მხარეს კი ჯალათები.
“აქეთ სულ ჯალათობა, ტყუილი და მეორე მხარეს ნათელი და მებრძოლი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაფიქრებულან, ისე დგანან პირველ ხაზზე“, – განაცხადა მან.
სად უნდა დაბრუნდე?! ყველა თემაში პრობლემაა. საერთო სურათს რომ შეხედო, რა ხდება პროტესტის მხარეს და რა ხდება მიტაცებული ხელისუფლების მხარეს – აქეთ სულ ჯალათობა, ტყუილი და მეორე მხარეს ნათელი და მებრძოლი ახალგაზრდები, რომლებიც არ დაფიქრებულან, ისე დგანან პირველ ხაზზე.
მათ ჯალათობაზე ლაპარაკი აღარ მინდა, რადგან მათ თავიანთი საშინელი ისტორია უკვე დაწერეს. ისეთი იმედიანად და ბედნიერი ვარ, იმ ადამიანების გაცნობით, რომლებიც იქ დგანან. ნათელ მხარეს დგას განათლებული, ღირსეული, განვითარებული და ნამდვილი ადამიანი“, – განაცხადა ქათამაძემ.