თუ აპირებთ ამ ქვეყანაში იცხოვროთ, უნდა მოუსმინოთ ხალხს, დადგეთ სიმართლის მხარეს – ნიდიკო ტატიშვილი “ოცნებას“

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი „ოცნებას“ მიმართავს და ურჩევს, თუ აპირებენ ამ ქვეყანაში იცხოვრონ, მოუსმინონ ხალხს, დადგნენ სიმართლის მხარეს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თუ ისინი ხალხს არ მოუსმენენ, ხალხი აიძულებს ამას.

“ეს ქვეყანა ჩვენია და თუ არ მოუსმენთ ხალხს, გაიძულებენ მოუსმინოთ“, – დასძინა მან.

ძალიან გამჭვირვალეა დღეს ყველაფერი, ასეთი ცხადი და ნათელი არ ყოფილა არაფერი. ამათი მმართველობის დროს ყველამ, დიდმა თუ პატარამ დავინახეთ, რას და ვის ემსახურებიან და რას უკეთებენ ქვეყანას და ხალხს. 

ვერ წარმომიდგენია, გინდოდეს დაინახო რეალობა, თვალები გაახილო და ამას ვერ ხედავდე.  ე.ი. არ გინდა, რატო არ გინდა?! იმიტომ რომ დღეს კარგად მომთბარი ზიხარ და არ გაინტერესებს შენი ქვეყანა სად წავა?! ეს იმაზე მეტყველებს, რომ უსინდისო ადამიანი ხარ და არ გიყვარს შენი სამშობლო. მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მოვითხოვ: სასწრაფოდ დაინიშნოს ახალი, დემოკრატიული არჩევნები და გამოუშვან ის უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, რომლებიც სხედან ციხეში.

ეს ქვეყანა ჩვენია და თუ არ მოუსმენთ ხალხს, გაიძულებენ მოუსმინოთ. თქვენც ხომ იცით, რომ მილიონ 200 ათას კაცს თქვენთვის ხმა არ მოუციათ და ფსევდო გამარჯვებას მიაღწიეთ?! თუ აპირებთ ამ ქვეყანაში იცხოვროთ, უნდა მოუსმინოთ ხალხს, დადგეთ სიმართლის მხარეს“, – განაცხადა ტატიშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share