საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყო და ფინალისტებიც გამოვლინდნენ
საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყო, ტურნირს ბათუმი მასპინძლობს და ხუთ წონით კატეგორიაში ფინალისტებიც გამოვლინდნენ. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალის საგზური აკაკი ოსიაშვილმა და ვახტანგ ლოლუამ მოიპოვეს.
63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალში ბექა გურული და ოთარ ჯანელიძე გავიდნენ. დიდ ინტერესს იწვევს 72 კილოგრამამდე წონითი კატეგორია, სადაც იური ლომაძე ფინალში გიორგი ჩხიკვაძეს შეხვდება. 82 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალებში თორნიკე ძამაშვილმა საბა მამალაძე დაამარცხა, ხოლო თორნიკე მიქელაძემ ბაკურ გოგოლს აჯობა. მოჭიდავე 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ოქროს მედლისთვის 97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი მელია და გიორგი ქაცანაშვილი იბრძოლებენ. ფინალური შეხვედრები 10 იანვარს გაიმართება.