გურიის მოამბე

ზვიად ცეცხლაძის დედა მოსამართლეს: შვილი არ გყავთ, ღმერთის არ გწამთ?!

“მოსამართლესან შვილი არ ჰყავს, ან ცოლი, ან ბიძაშვილი არ ჰყავს, როგორ უნდა შეხედოს მათ”- ამის შესახებ სინდისის პატიმრის,  ზვიად ცეცხლაძის დედამ მას შემდეგ განაცხადა, რაც  ირაკლი ხუსკივაძემ დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნარგიზ დავითაძე ამბობს, რომ დარბაზის სიმცირის გამო დაკავებულები და მათი მხარდამჭერები შეუძლოდ ხდებიან.

 მოსამართლემ დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, ახლა უკვე პროცესი დამთავრებული იქნებოდა. კარი, რომ არ გაეღოთ გონებას მეც დავკარგავდი.

ხალხია გარეთ, მისი მეგობრები, ბიძაშვილები. ბავშვი ენატრებათ და ვერ შემოუშვეს, ვითომ არ არსებობს ეს ხალხი.

იმდენად უტიფარია მოსამართლე, ან შვილი არ ჰყავს, ან ცოლი არ ჰყავს, ან ბიძაშვილი არ ჰყავს, როგორ უნდა შეხედოს მათ?!  ან ღმერთი არ სწამთ, ასეთი უგულობა როგორ შეიძლება. კარი, რომ გააღეს მაშინ ამოვითქვი სული, თორემ კამის გონება დავკარგე. ბავშვი, ომ გახდა ცუდად, ვეხვეწეთ შეცვალე დარბაზიო, აქამდე ხომ დამთავრდებოდა პროცესი. მოსამართლე ჯიუტად არის დამდგარი, რომ ერთ კაცს ასიამოვნოს ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება ესე მონურად ექცეოდა შენს მოქალაქეებს”, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share