გურიის მოამბე

“ჩემს ცრუ კოლეგას ვეტყვი, რომ წადი” – კახა გოგიძე ყაველაშვილს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსახიობი კახა გოგიძეც იმყოფება – იგი პრეზიდენტად “ქართული ოცნების” მიერ დასმულ ყაველაშვილს ურჩევს, რომ “წავიდეს”.

“ჩემი პერსონაჟი ხალხმა შეიყვარა და შენს პერსონაჟს ნამდვილად არ შეიყვარებს ხალხი” – ამბობს კახა გოგიძე და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს უკან კრემლი დგას.

”ჩემს ცრუ კოლეგას ვეტყვი, რომ წადი სანამ დროა. ჩემი პერსონაჟი ხალხმა შეიყვარა და შენს პერსონაჟს ნამდვილად არ შეიყვარებს ხალხი. ჩემს პერსონაჟამდე ბევრი აკლია. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა. მაგათ ზურგს უკან კრემლია და მათ უნდა დაიხიონ”, – ამბობს კახა გოგიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share