ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 30-40%-ით სუსტია, ვიდრე 1 კვირის წინ იყო.
ხუხაშვილმა ხაბეიშვილის შესახებაც ისაუბრა და თქვა, „ ადამიანი, რომელიც ქუჩაზე იქაჩება და ერთ ამბებშია, რა პარტიის ლიდერია“.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ 30-40%-ით სუსტია, ვიდრე 1 კვირის წინ იყო. ხაბეიშვილი დასავლური გაგებით არის უცხო სხეული. თქვენ ამას ცოტა ხანში დაინახავთ. ადამიანი, რომელიც ქუჩაზე იქაჩება და ერთ ამბებშია, კარგი რა, რა პარტიის ლიდერია?
როგორ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი იყოს? ხელისუფლება ეუბნება „ეს არის ჩემი ალტერნატივა და ეს გინდათ“? „გოიმებს“ რომ ეძახდნენ „ოცნებას“ რა ხალხი გყავთო, ხაბეიშვილი… არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ იგივე ოპერიდან არის ხაბეიშვილი, რაც „ქოცები“ არიან.
სხვანაირია? რამე განსხვავება არის? მე ვერ ვხედავ განსხვავებას. ნიკა მელიას ჰქონდა რაღაც მონაცემები, ბექგრაუნდი ჰქონდა, მივიდოდა, დაელაპარაკებოდა დასავლეთს. ვნახავ როგორ გამოიყვანს ხაბეიშვილი სააკაშვილს. ქუჩა ახლაც იქნება, იბლაყუნებენ 1 კვირა და შევლენ სახლებში.
ან ეს პარლამენტის ბოიკოტი რა უბედურებაა? „იცით რა მანდატებს შევინარჩუნებთ“, ეს რა უბედურებაა. ტაქტიკას რომ გეგმავ, სტრატეგია ხომ უნდა გქონდეს? ბოიკოტისგან რას ელოდებიან მაინტერესებს. ადგება კობახიძე და იტყვის „რა გვეშველება, პარლამენტში არ შემოდიან, დავიღუპეთ“. რას იზამენ გამოუშვებენ სააკაშვილს?“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.