ივანიშვილმა შექმნა ბუნკერები – ჭორვილის ბუნკერი, შუშის ბუნკერი თბილისში… – რომან გოცირიძე

ივანიშვილმა შექმნა ბუნკერები – ჭორვილის ბუნკერი, შუშის ბუნკერი თბილისში… – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ივანიშვილმა საქართველო აქცია მის პრივატ ციხესიმაგრედ. ქვეყანა მიიტაცა, პრივატიზაციას ამბობენ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ფული გადაიხადე, მაგრამ მას ფული არ გადაუხდია, პირიქით ფული ამოიღო. სასამართლოთი დაწყებული და ჯარით დამთავრებული, პოლიციის და უშიშროების სამსახურის ჩათვლით, ყველა მას ემსახურება. შექმნა ბუნკერები – ჭორვილის ბუნკერი, შუშის ბუნკერი თბილისში, ბაკურიანის სახლი, ახლა მთელი აბასთუმანი იყიდა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ფული იშოვა რუსეთში და რუსეთიდან ფული ვინც კი გამოიტანა, ან ყველა გაღატაკდა, ან ციხეშია. ან ცოცხალი აღარ არის.


2.5 მილიარდი კაცმა გამოიტანა რუსეთიდან და თავად თქვა 2012 წელს 13 წელია რუსეთში არ ვყოფილვარო. დღეს რომ ჩავიდეს, ან როსტოვში იქნება გამოკეტილი იანუკოვიჩივით, ან ქურდული/კრიმინალური სამყარო მას მოკლავს. გვახსოვს მისი “ჭარბი ნდობა”, რომელიც სასაცილოდ ჟღერს და ევროპა რომ უნდა გაეკვირვებინა ის პოლიტიკა კრახით დამთავრდა მთელი ამ 10 წლის მანძილზე. ის ევროპაში ცხვირს ვერ შეყოფს. მას მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ კიდევ მეტ შეცდომებს არ დაუშვებს. შესაძლოა სანქციებიც კი სანატრელი გაუხდეს. ამ სერიოზულ გეოპოლიტიკურ ქარტეხილებში ის პირდაპირ დასავლეთს ეჯახება,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share