გურიის მოამბე

ლომჯარია: დააკავეს წამების მსხვერპლი, შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი

სამოქალაქო პლატფორმის, საქართველოს ევროპული ორბიტის დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ წამების მსხვერპლი და შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი დააკავა.

მისი მეგობრებისთის უცნობია, თუ სად გადაიყვანეს ჯვარშეიშვილი.

ჯვარშეიშვილი 1-2 დეკემბრის ღამესაც დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თავად ამბობს, პოლიციელები გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.

პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად ჯვარშეიშვილმა ტვინის შერყევა მიიღო, ნაღრძობი ჰქონდა ფეხი, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები. მას ასევე ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე.

ამასთან, დღეს, პოლიციამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share