გურიის მოამბე

სტიკერის გაკვრისთვის ბათუმში გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორი დააკავეს

ბათუმის პოლიცია დაკავებების სერიას აგრძელებს – რამდენიმე წუთის წინ, მათ გამომცემლობა “ბათუმელების” რედაქტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს. მიზეზი მის შემთხვევაშიც საპროტესტო ბანერის გაკვრა გახდა.

პოლიციის სამმართველოსთან ბათუმში ამ წუთებში აქცია გრძელდება. ამ საღამოს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 10-მდე პირი დააკავეს. ყველა მათგანი სტიკერების გაკვრისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share