პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ბიძინა ივანიშვილის სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
”დღეიდან გიორგი ანწუხელიძის, მამია ალასანიას, ჟიული შარტავას, შინდისის გმირების, ათასობით მოკლული, დაჩეხილი, გაუპატიურებული ქართველის, ბავშვის და დიდის სისხლში ცურავთ და მკვლელობის თანსმონაწილენი ხართ თქვენ, საქართველოს დღევანდელო ხელისუფლებავ!!! ყველა ვინც მხარს უჭრთ და არ ემიჯნებით თქვენი ლიდერის დღევანდელ განცხადებას!!! ქართველების მოჭრილი თავებით მოთამაშეები ხართ თქვენ, ქვეყნის და ერის მოღალატეებო!!! თქვენთვის ხმის მიცემა ქართველების სისხლში ხელის გასვრის ტოლფასია!!! ფუ, მართლა, თქვე სამარცხვინოებო!!!” – წერს ლაგაზიძე.