ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ბიძინა ივანიშვილის სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
”ვინ უნდა მოიხადოს ბოდიში? – ბიძაჩემმა, რომელიც სადღაც გზაზე დაასაფლავეს ოჩამჩირეში, ოჯახს კი საფლავზე მისვლის საშუალება არ აქვს?
ჩემმა ბიძაშვილმა? – რომელიც სადღაც გაგრასთან ახლოს აკოპში ჩააწვინეს თანამებრძოლებმა და მისი ძვლებიც კი სანატრელია, ოჯახისთვის კი თბილისში საფლავში მისი სამოსია დასაფლავებული და მისი საფლავიც ენატრება?
ადამიანებმა, რომლებსაც გენოციდი მოუწყვეს, აწამეს და ისე ხოცეს?
ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოყარეს?
ვინ უნდა მოუხადოს ბოდიში და ვის?
როგორ უნდა გაგანადგუროს ძალაუფლებამ ისე, რომ ათი ათასობით ადამიანი უარყო, მათი დევნილობა, მათი წამება და ტანჯვა უარყო, მათი წარსულით დღემდე დაუსრულებელი ტრაგიზმი უარყო?
2008 წლის ომი 90-იანებზეა დაშენებილი, 90-იანების უსამართლობის პირმშოა.” – წერს გამზარდია.