პუტინის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქვეყნის ომში დადანაშაულების გამო აქებს.
“Russia Today”-ს მთავარი რედაქტორი ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებეას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა.
“საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. თითქოს, მრავალწლიანი ლოთობიდან და ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით!”
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დღეს გორში დაადანაშაულა.
“გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები”- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილი ომგამოვლილ ქალაქში ამტკიცებდა, რომ “ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები”