“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გპრში გაკეთებულ განცხადებას ხვალ პარლამენტთან გააპროტესტებენ.
აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზე გაიმართება.
”დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. ამით მან ქართველი მებრძოლი გმირები გაუთანაბრა ტერორისტებს და ოსი ხალხი გენოციდში დასდო ბრალი!
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოს და აფსუა სეპარატისტებს.
ეს არის საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფა! სულში ჩაფურთხება!
ხვალ, 15 სექტემბერს, 19:00- დან ვიკრიბებით პარლამენტთან. კოლაბორანტებს პასუხი უნდა გაეცეთ!”
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული მხარე დღეს გორში დაადანაშაულა.
“გამოვნახავთ ძალას ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები”- თქვა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა აგვისტოს ომზე საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილი ომგამოვლილ ქალაქში ამტკიცებდა, რომ “ენმ-მ ალში გახვია ოსი დები-ძმები”