ტალახაძე ოცნების სიაში ყოფნაზე: პირობას ვდებ, იქაც ჩემპიონი ვიქნები

”ჩემთვის სასიხარულოა, როდესაც ასეთი წარმატებული ადამიანების გვერდით ვარ, მომეცა ოცეულში ყოფნის [შესაძლებლობა]. ვთვლი, რომ ეს ჩემი დაფასებაც არის. ძალიან სასიხარულო არის და ჩემი ეს ნაბიჯი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო ქვეყნისთვის.

[…] ვთვლი, რომ ჩემი ნაბიჯით საქართველოს ძალიან დიდ წარმატებას მოვუტან, პირობას ვდებ, რომ იქაც ჩემპიონი ვიქნები”-

ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ქართული ოცნების საარჩევნო სიის ოცეულში ყოფნასთან დაკავშირებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share