გურიის მოამბე

საქართველოში საარსებო მინიმუმი 260 ლარი და 20 თეთრია

2024 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10,6 ლარით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი 2,2 ლარით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 260.2 ლარი იყო, მაშინ როცა 2023 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 249.6 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ნოემბერში კი 262.4 ლარს.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, გასული წლის დეკემბერში 230.5 ლარით განისაზღვრა, ნოემბერში – 232.3 ლარით, ხოლო 2023 წლის დეკემბერში 221.1 ლარით.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share