გურიის მოამბე

მოსკოვს, პეტერბურგს ვერ დავემსგავსებით, დავემსგავსებით უარესს, გროზნოს – დათო გორგილაძე

ჟურნალისტი დათო გორგილაძე, რომელიც უკვე 54-ე დღეა სახალხო პროტესტს უერთდება, მშვიდობიანი წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე  საუბრობს.

მწერალი ამბობს, რომ დღესდღეობით ქართველ ხალხს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება არ სურს, რომელსაც მათ “ქართული ოცნება” სთავაზობს – “მოსკოვს, პეტერბურგს ვერ დავემსგავსებით, დავემსგავსებით უარესს, გროზნოს”.

”ის ხალხი, რომელიც არის ქუჩაში, შეიძლება ქუჩაშიც არ იყოს, ემიგრაციაში იყოს, ეს ადამიანები ხვდებიან, რომ ჩვენ ისეთი ქვეყანა აღარ გვინდა, როგორშიც გვაცხოვრებენ და როგორსაც გვიმზადებენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. ჩვენ ქვეყანა მართლა აღარ ვიქნებით. ვიღაცას ჰგონია, რომ მოსკოვს დავემსგავსებით. მოსკოვს, პეტერბურგს ვერ დაემსგავსები, დაემსგავსები გროზნოს, უარესს. ის ხომ კატასტროფაა, რომ მოსკოვს დაემსგავსო, მაგრამ ესენი გროზნოს გიმსგავსებენ”, – ამბობს დათო გორგილაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share