რეჟისორი დათა თავაძე “ქართული ოცნების” უდიპლომო პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ რეპრესიულ კანონებს საჯაროდ ემიჯნება და აცხადებს, რომ “არ აპირებს, კარიკატურულ კანონებს დაემორჩილოს”.
დათა თავაძეს მიაჩნია, რომ ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიერ გამოყენებული მეთოდები ამორალურია, თუმცა რეჟისორი დარწმუნებულია, რომ მშვიდობიანი წინააღმდეგობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
“ხელისუფლება ცდილობს, გახდეს უფრო შავი, უფრო მტკივნეული, უფრო ბნელი” – ამბობს რეჟისორი და ხაზს უსვამს, რომ ქართველი ხალხი მმართველი პარტიის იგნორირებას ვადამდელი არჩევნებისა და სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ არასდროს შეეგუება.
”ხელისუფლება ცდილობს, გახდეს უფრო შავი, უფრო მტკივნეული, უფრო ბნელი, უფრო დამთრგუნველი და იზოლირებული. ჩვენ არ გვენანება ეს დრო, რომ ყველაფერი დავთმოთ. დასანანია, როცა უყურებ, რომ ხელისუფლების, სასამართლოს დრო (იფლანგება). როცა გაქვს დრო, რომ სასარგებლო გააკეთო ქვეყნისთვის და ამ დროს დასდევ ხელოვანებს, ცხვირზე ჰქონდათ თუ ცხვირს დაბლა ჩამოწეული შარფები. ეს უკვე აღარაფერში აღარ წერია. არავინ არ აპირებს, დაემორჩილოს ამ კარიკატურულ კანონებს. ჩვენ არასდროს შევეგუებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. არასდროს შევეგუებით ამდენი ადამიანების მშვიდობიანი მოთხოვნის ბანზე გადაგდებას და ჩვენი ხალხის იგნორირებას”, – ამბობს დათა თავაძე.